წესები და პირობები

1. შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს “ოუნისთეითი” (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას (შემდგომში „წესები და პირობები“), რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.

 

შპს „ოუნისთეითი“ პლატფორმის propertify.io საშუალებით მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ და აძლევს დაჯავშნის შესაძლებლობას „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.

 

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ‘წესებით და პირობებით’ განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.

 

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს მასში ცვლილებები წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ფორმით.

 

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

 

რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

 

 

!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

 

2. ტერმინთა განმარტება

წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

 

პროფილი (პირადი ანგარიში) - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

 

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.

 

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;

ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს: propertify.io

კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „ოუნისთეითს“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405544077, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N3;

კომპანიის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ და დაჯავშნის ფუნქცია;

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს;

 

მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;

პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც მოიცავს კომპანიის ვებგვერდს;

საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ოპერაცია - მომხმარებლის მიერ მისი პროფილის (პირადი ანგარიშის) გამოყენებით განხორციელებული ოპერაცია (მაგ. უძრავი ქონების დაჯავშნა)

უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით;

წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

წესები და პირობები/ხელშეკრულება - მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დადასტურების შედეგად მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება (წესები და პირობები), რომელიც მოიცავს წესებსა და პირობებს და მის დანართებს. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

გამყიდველი - ნებისმიერი პირი (ფიზიკური პირი/იურიდიული პირი/პირთა გაერთიანება), რომელიც თვითონ ან კომპანიის საშუალებით ახდენს კომპანიის პლატფორმებზე თავის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების განთავსებას მათი მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.

მყიდველი - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კომპანიის პლატფორმის საშუალებით ახდენს ქონების შესახებ ინფორმაციის მიღებას ან/და იყენებს დაჯავშნის ფუნქციას.

უძრავი ქონება - გამყიდველის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება, რომელიც პლატფორმებზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.

დაჯავშნა - იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს პლატფორმაზე განთავსებული უძრავი ქონების შეძენა, მან უნდა დაჯავშნოს შერჩეული ქონება

დეპოზიტი - უძრავი ქონების დაჯავშნისთვის მომხმარებლის მიერ გაყინული თანხაა, რომელიც ‘პირობებსა და წესებში’ გაწერილი პირობების შესრულების შემთხვევაში გახდება კომპანიის საკუთრება

ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.

 

3. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:

3.1. არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი.

3.2. არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

 

3.3. გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

3.4. გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

3.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;

3.6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

3.7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

3.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

3.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

3.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

3.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

3.12. ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

3.13. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;

3.14. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:

3.14.1. არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
3.14.2. არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
3.14.3. არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
3.14.4. შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
3.14.5. მას ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მას კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.

3.15. იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

3.16. მომხმარებლებს შორის პლატფორმის საშუალებით დაკავშირების შემდეგ შესაძლებელია გარკვეული სერვისებთან დაკავშირებით დაიდოს ხელშეკრულება. კომპანია არ არის რომელიმე ასეთი ხელშეკრულების მხარე, თუ წინამდებარე წესებითა და პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იგი მხოლოდ მხარდამჭერია მომხმარებლებს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:


3.16.1. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე; 
3.16.2. მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
3.16.3. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
3.16.4. პლატფორმაზე განთავსებული ქონებასთან დაკავშირებული ნებართვის არსებობაზე, თუ მისი არსებობა გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
3.16.5. მომხმარებელთა შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე;
3.16.6. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული უძრავი ქონების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;

3.16.7. მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

3.16.8. პლატფორმაზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.

3.16.10. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.
3.16.11. მომხმარებლის მიერ მეორე მომხმარებლის მიმართ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებების ნორმების დარღვევით დამდგარ შედეგზე.

3.16.12. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლებს შორის არსებული გარიგებიდან.

3.16.13. მომხმარებელთა შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვან, მათ შორის დროულ, სწორ თანმიმდევრულ შესრულებასა და მის შედეგებზე;

 

3.17. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;

3.18. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

3.19. მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

 

 

4. მომხმარებლის რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა

4.1. კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე.

4.2. მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:

4.2.1. მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: propertify.io

4.2.2. ფიზიკური პირი მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“)
 

4.2.3. ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:


ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;


ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე; 


გ) მომხმარებელი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე.

 

4.2.4. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის (პროფილის) გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
4.2.5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციით და გამოიყენოს პლატფორმის ფუნქციონალი;

4.3. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

4.4. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

4.5. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

4.7. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

 

5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

5.1. მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია - და 1) რომელიც მის მიერ რეგისტრაციის დროს არის მითითებული (ელ-ფოსტის მისამართი); ან 2) კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;

5.2. პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;

5.3. სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;

5.4. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებით;

5.6. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;

5.7. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

 

 

 

 

 

 

6. ავტორიზაცია

6.1. ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

6.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.

6.3. პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

 

7. მომხმრებლის მიერ უძრავი ქონების დაჯავშნა დეპოზიტის გაყინვის გზით; ჯავშნის გაუქმების, თანხის დაბრუნებისა და თანხის კომპანიის საკუთრებაში გადასვლის წესები

7.1 უძრავი ქონების შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია დაჯავშნოს შერჩეული ქონება

7.2 ჯავშნის განხორციელება ხდება დეპოზიტის გაყინვის გზით;

7.3 დეპოზიტის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და მისი მოცულობა მომხმარებელს ეცნობება ქონების შერჩევის შემდეგ;

7.4 დეპოზიტზე გასაყინი თანხა მომხმარებელმა უნდა მოათავსოს საკუთარ ანგარიშზე (ბარათზე) და თანხის გასაყინად უნდა გაიაროს პლატფორმაზე ინტეგრირებული პროცედურა

7.5 თანხის გაყინვა და ქონების დაჯავშნა მომხმარებელს ეცნობება მის ანგარიშში (პროფილში) მოცემულ შეტყობინებების ველში.

7.6 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გადაიფიქრებს შერჩეული უძრავი ქონების შეძენას მას აქვს 5 სამუშაო დღე ჯავშნის გასაუქმებლად

7.7 ქონების დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი გამყიდველთან ოფლაინ აფორმებს ხელშეკრულებას უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ რისთვისაც მას ააქვს 5 სამუშაო დღე.

7.8 მომხმარებლის მხრიდან 5 სამუშაო დღეში გამყიდველთან დადებული ხელშეკრულების შესახებ ეცნობება კომპანიას, რის შემდეგაც მომხმარებლის მიერ განთავსებული დეპოზიტი ხდება კომპანიის საკუთრება და ირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშებზე.

7.9 მომხმარებლის მიერ 5 სამუშაო დღის მანძილზე ჯავშნის გაუქმების ან/და გამყიდველთან ხელშეკრულების ვერ ან არ დადების შემთხვევაში თანხა უბრუნდება მომხმარებელს და მომხმარებელს აღარ გააჩნია პრეტენზია შერჩეულ ქონებაზე. ქონება კვლავ განთავსდება პლატფორმაზე სარეალიზაციოდ;

8. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1. თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.

8.2. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

8.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.

8.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.

8.5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე მომსახურებაში რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.

8.6. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:

8.6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;

8.6.2. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.

8.6.3. კომპანია არ აგებს პასუხს:

8.6.3.1. უძრავი ქონების ხარისხზე ან/და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე

8.6.3.2. მომსახურების ხარისხზე და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე (გამონაკლისია, როცა იგი თავად არის შემსრულებელი); 
8.6.3.3. საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე; 8.6.3.4. ნაკლის მქონე უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს. 
8.6.3.5. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;

8.6.3.6. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაციის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.

 

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების (ელექტრონულად მონიშვნის) შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.

9.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.

9.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების (ელ-ფოსტით) გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღეში სრულად დაფაროს კომპანიისა და სხვა მომხმარებლის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები.

 

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

10.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.2. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

11. კონფიდენციალობის პოლიტიკა

11.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენს პლატფორმაზე propertify.io - ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

11.2. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

11.3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

 

12. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

12.1. კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე მე-15 მუხლში (კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე.

 

13. ცვლილებების შეტანა

13.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.

 

13.2. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება

13.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს წესების და პირობების 13.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.

 

14. ერთიანი ხელშეკრულება

14.1. წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმასთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

 

 

 

15. კომუნიკაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი: 
შპს ოუნისთეითის საერთო ელ-ფოსტა: team@propertify.io 

 


























chat_icon